კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკის ეს დოკუმენტი დაწვრილებით განმარტავს რა ინფორმაცია მოგვეწოდება თქვენგან ან შეიძლება მოგვეწოდოს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დრო და დრო შესაძლებელია კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება, ამიტომ მოგიწოდებთ მისი ხშირი შემოწმებისაკენ.

მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოხატავს იმას, თუ როგორ იყენებს შპს “ფრენდლი ფაინენს ჯორჯია” (შემდეგში: “ჩვენ”) თქვენს ინფორმაციას.

1. ინფორმაციის შეგროვება

თქვენი პირადი ინფორმაცია რომელიც ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ და საჭიროების შემთხვევაში მოვითხოვოთ არის:

  • სახელი, გვარი
  • პირადი და პირადობის მოწმობის ნომერი
  • სქესი
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი
  • მობილური
  • დაბადების თარიღი
  • თვიური შემოსავალი
  • სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწოდებთ რეგისტრაციისას, ელექტრონული ფოსტით, ონლაინ კონსულტაციისას, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით.

ვებგვერდზე ვიზიტისას ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია:

  • შემოსვლის ადგილი
  • შემოსვლის დრო
  • ნებისმიერ შევსებულ ფორმაში თუ გამოკითხვაში მიღებული ინფორმაცია
  • სხვა საკომუნიკაციო ინფორმაცია

2. შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება

შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, თქვენი განცხადების განსახილველად (მომსახურების გასაწევად), მათ შორის:

  • თქვენი იდენტიფიცირებისათვის და საკრედიტო მდგომარეობის შემოწმებისათვის
  • სესხის დამტკიცების საკითხის დასამუშავებლად
  • თქვენთან დასაკავშირებლად
  • საკონტრაქტო პირობების შესასრულებლად

შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იყოს ტელეფონის ნომერზე და თქვენს ელ-ფოსტაზე ჩვენი სიახლეებისა და შეთავაზებების გამოსაგზავნად. იმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე აღარ მიიღოთ ჩვენი შემოთავაზებები თუ სიახლეები, მიღებულ ელ-ფოსტას თანდართული ექნება „ელ-ფოსტის გამოწერის“ ფუნქციის გათიშვა, რომელიც მოთავსებული იქნება ელ-ფოსტის ბოლოში. ბმულზე დაჭერის შემდეგ ჩვენს შეთავაზებებსა თუ სიახლეებს აღარ მიიღებთ.

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გაზიარებულ იქნას მესამე პირთან, არ იქნება თქვენი მაიდენტიფიცირებელი. ინფორმაცია იქნება მხოლოდ სტატისტიკური მონაცემი. ინფორმაციით, რომელიც შეიძლება მესამე პირს მიეწოდოს, ვერ დადგინდება თუ ვინ ხართ თქვენ. ეს იქნება მხოლოდ სტატისტიკური მონაცემი.

3. “ბმულების” გამოყენება

“ბმულების” გამოყენება ხდება თქვენი ვებ სერვერიდან ინფორმაციის შეგროვების მიზნით.

“ბმულები” შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დამახსოვრებულია თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე. ბმულები არ შეიცავს პირად ინფორმაციას, ისინი შეიცავს მხოლოდ ჩვენს ვებ გვერდზე შემოსვლის სტატისტიკურ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია ჩვენ გვეხმარება ვებ გვერდის გაუმჯობესებაში და პერსონალიზირებული მომსახურების შექმნაში.

თუ თქვენ არ გსურთ თქვენი „ბმულების “ ინფორმაციის გამჟღავნება, შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი „ბრაუზერის“ მეშვეობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი „ბმულების “ წაშლის ან გაუქმების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა არ გქონდეთ საშუალება სრულად იხილოთ ვებ გვერდი და ისარგებლოთ ყველა მისი ფუნქციით.

4. ინფორმაციის შენახვა

ინფორმაცია შენახული იქნება ჩვენს დაცულ სერვერებზე, ნებისმიერი ინფორმაციის მიმოცვლა ჩვენ სერვერზე იქნება დაშიფრული თქვენივე უსაფრთხოებისთვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ონლაინ ინფორმაციის მიმოცვლა არ არის ბოლომდე დაცული, მცირე მაგრამ არის შანსი რომ დაცული ინფორმაცია გარკვეული რისკის ქვეშ დადგეს.

თქვენ მიერ გაცემულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, გთხოვთ სიფრთხილე გამოიჩინოთ პაროლებისა და სხვა ინფორმაციის გაცემისგან.

5. ინფორმაციის გამჟღავნება

შეიძლება პერსონალური ინფორმაცია გამჟღავნებული იქნეს ჩვენ შიდა ჯგუფში არსებულ პიროვნებებთან.

მესამე პირს შეიძლება ინფორმაცია გადაეცეს:

  • ბიზნესის გაყიდვის შემთხვევაში ან ბიზნესის წილის გაყიდვის შემთხვევაში
  • კანონის მოთხოვნის საფუძველზე
  • საკრედიტო ისტორიის სააგენტოს, თაღლითობასთან მებრძოლ სააგენტოს ან სხვა მსგავსი ორგანიზაციას, რომელიც ცენტრალიზებულად იღებს ინფორმაციას ერთმანეთთან დასაკავშირებლად
  • პრობლემური სესხების ამოღების გარე პარტნიორებს
  • საპროცესინგო ან სხვა მესამე პირს, რომელიც გადახდის პროცესინგს უზრუნველყოფს, რაც აგრეთვე აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გასაწევად.

6. მესამე პირის ბმულები

მესამე პირის ბმულები შეიძლება იყო ჩვენს ვებგვერდზე. ნებისმიერ მესამე პირს აქვს თავისი კონფიდეციალურობის ხელშეკრულება, რომელსაც თქვენ ეთანხმებით ვებგვერდზე გადასვლისას. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე პირის ვებგვერდებზე. ჩვენ პასუხს ვაგებთ მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე. ნებისმიერი მესამე პირის ლინკი, რომელიც ჩვენ ვებგვერდზე იქნება დადებული არ იქნება ჩვენი კონტროლის ქვეშ და არ ვიღებთ მასზე პასუხოსმგებლობას.

7. ასაკი

ჩვენი სერვისით სარგებლობისთვის თქვენ უნდა იყოთ 20-დან 65 წლამდე.

8. საკონტაქტო საშუალებები

ჩვენ შეგვიძლია დაგეკონტაქტოთ ნებისმიერი ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის საშუალებით, სანამ უარს არ განაცხადებთ.

9. ცვლილებები კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში

მომავალში, კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე. თუ ხელშეკრულებაში მოხდება რაიმე მატერიალური ან არსებითი ცვლილება ჩვენ შეგატყობინებთ ვებ გვერდის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

10. ჩვენთან დაკავშირება

კონფიდენციალურობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე  ან ტელეფონის ნომერზე 2 88 00 00. მისამართი: ქეთევან წამებული 50/18